გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას გიორგი ვოლსკი

Read Time:34 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ სურნელება ტრიალებს ყველა პარტიის ოფისში, ვერ გამოეწიწკნენ გავლენას და ამ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პარტიებს გაეღვიძათ, ჩამოყალიბებულიყვნენ და არ შეკრებილიყვნენ შალვა ნათელაშვილის ეზოში. ეკლექტურობის პიკი იყო, როდესაც შეიკრიბნენ გამოხატულად პრორუსული პარტიები, ვითომ პროდასავლური პარტიები, ორკაციანი მეომარი პარტიები. უცნაური ხალხის კრება გაჩნდა. ერთადერთი აზრი გამიჩნდა მე და ალბათ სხვასაც, რომ რაღაცით არიან დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე და იმართებიან რაღაც გარკვეული მექანიზმით, რომლის თაობაზეც ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ. ახლა, როდესაც დასავლეთი ასე აქტიურად ჩაერია და დაინახა ამ ხალხმა, რომ ძალიან სერიოზულ დივიდენტს დაკარგავდნენ. პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ გაღარიბდა იმის გამო, რომ„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოეკიდა არაერთი პარტია თუ სუბიექტი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: გიორგი გახარია გადადგა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა მდგარიყო და მადლობა ღმერთს ეს თავად გააკეთა
Next post ნათია თურნავა: მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას