გიორგი ვოლსკი: თუ მელიას არ უნდა ამნისტია, ძალით გარეთ ვერავინ გამოაგდებს

Read Time:30 Second

ეს არის პოლიტიკური ამნისტია და არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს. ეს არის პოლიტიკური ამნისტია, რომელიც ითვალისწინებს ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც მომავალში ახალ ფურცელს გადაშლის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნიკა მელიას ამნისტირების საკითხზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„არასწორია იმის თქმა და იმით სპეკულირება, რომ მელიას არ უნდოდათ ამნისტია და ძალით გამოაგდეს გარეთ. ძალით გარეთ ვერავინ გამოაგდებს, თუ მაინცდამაინც უნდა შიგნით დარჩენა. ეს არის რეალობა, რომელიც შეიქმნა პოლიტიკურ ველზე. არის ნიუანსები, რომლებიც ეხება სამართლებრივ პრაქტიკას, ეხება რაღაც საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ასეთ შემთხვევებში გარკვეულ სტანდარტულ მიდგომებს ითვალისწინებს. ეს ყველაფერი არის იმ ადამიანების სამსჯელო, რომლებიც შემოიტანენ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი – ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა
Next post კარლ ჰარცელი: გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები პარლამენტში წინ მიდის კარლ ჰარცელი კარლ ჰარცელი