გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის რეალობა, სწორედ ამიტომ განაცხადა მან, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს

Read Time:32 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას არ შეიწყალებს.

მისივე თქმით, ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას არ აპატიებენ ის ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის შედეგად დაზარალდნენ.

„ზურაბიშვილი არ დაუპირისპირდება საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულებას ადამიანისადმი, რომელმაც ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ისტორიის განმავლობაში გაჰყვება მას, როგორც ძალიან მძიმე ცოდვა. ამასთანავე, ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკის გამო იყვნენ სერიოზულად დაჩაგრულები, დაკარგეს ახლობლები, ჯანმრთელობა და ქონება, ვერასდროს აპატიებენ თავის არჩეულ პრეზიდენტს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს თავად კარგად ესმის ეს რეალობა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვანო მერაბიშვილი სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს
Next post რუსეთის პატრიარქი კირილი “საშობაო ზავის” გამოცხადების მოწოდებით გამოდის