გიორგი ვოლსკი: ეძებეთ რუსეთის აგენტი იქ, სადაც ყველაზე მეტს ყვირიან პროდასავლურობაზე, თუმცა საქმით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ

Read Time:44 Second

ეძებეთ რუსეთის აგენტი იქ, სადაც ყველაზე მეტს ყვირიან პროდასავლურობაზე და რეალურად საქმით, არცერთი ნაბიჯი, არცერთი დღე არ ყოფილა 2006 წლის ივლისიდან, რომელიც მიმართული იქნებოდა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, იმ გეგმით, რომელიც გააჩნდა აშშ-ს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„სააკაშვილის ხელისუფლებიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ 2006 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, როდესაც ბრძანებულებით დააგვირგვინა, რომ რუსეთი თურმე 8 აგვისტოს შემოიჭრა საქართველოში. ომი იწყებოდა ივლისში, ეს კიდევ რუსეთს ელაპარაკებოდა და ტელევიზიით გვამცნო, რომ საერთოდ არ აინტერესებს რუსეთს ცხინვალის რეგიონი. თუ ეს არ არის ღალატის რაღაც გამოხატულება, მაშინ არის უჭკუობა, არ ვიცი რა სიტყვა მოვუძებნო, მაგრამ ამას ვერანაირად სხვა შეფასებას ვერ მივცემ. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება შედგენილია 36 სამხედრო დამკვირვებლის ინფორმაციის საფუძველზე. არცერთი მოხსენება და არცერთი რეზოლუცია არ არის ისეთი, სადაც ნაჩვენები არ არის თარიღებით და თემატურად, თუ როგორ ახდენდნენ რუსების ინტერესების რეალიზაციას მოყოლებული 2006 წლის ივლისიდან“, – აცხადებს ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ევროპული გზა, დასავლური ინტეგრაცია არ გადის სიმართლის დამალვაზე და იმაზე, რომ ელჩებმა მართონ ქვეყანა
Next post რეზნიკოვი-სანამ რუსეთის პარლამენტი ანექსიის ამაო მცდელობებით თვრება, ჩვენი ჯარისკაცები წინსვლას აგრძელებენ