გიორგი ვოლსკი: დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესები, შეთქმულებითი კონსპირაცია სააკაშვილის გარშემო არსებობს და მას კონკრეტული მიზნები აქვს, რაც პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს

Read Time:36 Second

აქციებს აანონსებენ, მაგრამ არ მგონია, რომ საზოგადოებაში კიდევ დარჩა ვინმე, ვისაც არ ესმის რეალობა, რომელიც შეიქმნა საქართველოში, როცა დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესები, შეთქმულებითი კონსპირაცია სააკაშვილის გარშემო არსებობს და მას კონკრეტული მიზნები აქვს, რაც პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა იყო ორ საკითხზე – ცილებზე და ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, ორივეზე პატიმარს გააჩნია უარყოფითი დამოკიდებულება, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ეს რაც გაცხადებული იყო. თუ თავს ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენებთ და არ მიიღებთ რეკომენდაციებს, რაც ჯანდაცვას გააჩნია, რასაკვირველია ცუდ მდგომარეობაში შეიძლება ჩავარდეთ, მაგრამ დიაგნოზი ამასთან დაკავშირებით დასმული კონსილიუმის მიერ არ არის ერთადერთი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მიხელ სააკაშილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი არესტოვიჩზე: ეს ადამიანი მიმართულია მხოლოდ პროვოკაციისკენ და ომის გაჩაღებისკენ, გამომდინარე აქედან, საქართველოს არ სჭირდება მისნაირი ადამიანების რჩევა
Next post ხარაგაულის მერია უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახებთან მუდმივ კონტაქტზეა