აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.
„ქართულ სასამართლოს არა მარტო სტრასბურგით, მაღალი დონის კვლევებით აქვს დადასტურებული, რომ არის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მოწინავეთა შორის. აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი. ასევე აშშ-ი ეძიებს მოკავშირეს ევროკავშირში და საფრანგეთი – ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, საკმაოდ სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის ძალების გაერთიანებაა საჭირო“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

