გიორგი ვოლსკი: აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა რომელიც რუსეთს აქვს არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს

Read Time:1 Minute, 9 Second

აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა რომელიც რუსეთს აქვს არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს „ჩვენ რომელ პოლიტიკურ სივრცეშიც არ უნდა ვიცხოვროთ, გეოგრაფიულ სივრცეს ვერ შევცვლით. დღეს ჩვენი დამოკიდებულებები განსხვავდება ერთმანეთისგან რომელიც აქვთ აფხაზებს და აქვთ ქართველებს, მაგრამ ერთი მხარეც და მეორე მხარეც თანხმდება ერთ რამეზე, მთავარ თემაზე, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა შეხედონ, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, სადაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

„არსებობს პლატფორმები, სადაც ჩვენ და აფხაზებს შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი, არსებობს ადამიანის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულებები, რასაც ჩვენ სამედიცინო სფეროში გავუკეთეთ ორგანიზება. ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობები შეგვიძლია განვავითაროთ, ახალგაზრდების ხელშეწყობის პლატფორმა ამოქმედებულია და ეს სერიოზული ნაბიჯია ამ მიმართულებით გაკეთებული. კულტურის სამინისტრო ჩართულია იმ თემებში, რასაც ქვია ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერა გალის რაიონში, სპორტის მიმართულებითაც მათ შორის. მაგრამ რაც ჩამოვთვალე ვერ იქნება მასშტაბური, ერთი სერიოზული პრობლემის გამო, რუსეთის ფედერაცია ახდენს ოკუპაციას არა იმ მიზნით, რომ აფხაზი დაიცვას ქართველისაგან ან რამე ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს აფხაზებს. მას აქვს თავისი სტრატეგიული ამოცანა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი, მზაკვრული, პრაგმატული და ცივსისხლიანია. აფხაზებთან პირდაპირ მოლაპარაკების შესაძლებლობა არ არის, იმიტომ, რომ სტრატეგიული გეგმა რომელიც რუსეთს აქვს, არ ითვალისწინებს ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს. დაპირისპირება გაცილებით უფრო გლობალური და საფრთხის შემცველია, ბირთვულ დაპირისპირებასთან არის ახლოს, რომელიც რუსეთს გააჩნია დასავლეთთან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: შეიძლება, საქმე გვქონდეს კორუფციასთან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ასე დაჟინებით, მტკიცებულებების გარეშე ლობირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ამას აკავშირებენ ბიძინა ივანიშვილთან
Next post სოზარ სუბარი: ამ ქვეყანაზე ისეთი ბულდოზერი თუ ტრაქტორი არ მეგულება, რომელიც შეძლებს, რომან გოცირიძე, პაატა მანჯგალაძე და ანა წითლიძე პარლამენტიდან გაიყვანოს – ისინი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ