გიორგი ვოლსკი: არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის საფუძველი, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს

Read Time:42 Second

არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის საფუძველი, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სამართლებრივ ნაწილზე სასამართლო აგებს პასუხს. რაღაც დეტალებზე კამათი და არგუმენტების მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადათ. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია. მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო კრიმინალი“ გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ სურთ, სალომე ზურაბიშვილს შეახსენონ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი – ხვალ, 15:00 საათზე სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ვმართავთ აქციას, სააკაშვილის შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს
Next post უკრაინის კრიზისის დარეგულირების მცდელობისთვის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინეს