გიორგი ვოლსკი: ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება იმ გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა

Read Time:1 Minute, 6 Second

აშშ-ის საელჩოს განცხადება იყო ძალიან კრიტიკული და აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება იმ გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთივე კრიტიკული შეფასება ჰქონდა პატრიარქსაც, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოილაპარაკონ ერთმანეთში, რადგან ხალხი დაიღალა.

„ერთმანეთში მოლაპარაკება არ ნიშნავს იმას, რომ დავრჩეთ ყველა თავის პოზიციაზე და ახალი არჩევნები ჩატარდეს. მოლაპარაკებები ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონსტრუქციული გზით განვითარდეს. ამას სერიოზუალად აღუდგა წინ ის სტრატეგია და პროგრამა, რაც ჰქონდა „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელისტებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე: ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, როგორ არ მივიდეთ უფსკრულთან, რომლის იქითაც დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება
Next post კარლ ჰარცელი: ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს