გიორგი ვაშაძე: ყველა მეორე ქართველი იქნება მეწარმე და ბიზნესმენი – თქვენ ნახავთ, რომ ამას გავაკეთებთ

Read Time:46 Second

დაინახავთ, რომ წარვადგენთ გუნდს, რომელიც არის ზეკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ესაა ჩვენი სტრატეგია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ხალხთან ერთობაზე, რადგან გვაქვს საერთო ამოცანა, დავამარცხოთ უმუშევრობა და შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები. შემოვიყვანოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ქვეყანაში, რომ წარმოება განვავითაროთ. ტურიზმის სრულიად ახალი შესაძლებლობა შევქმნათ და ყველა სოფელი ტურისტულ ცენტრად ვაქციოთ. მაღალანაზღაურებადი შემოსავლიანი სამუშაო ადგილები შევქმნათ და ქართული ბიზნესი განვავითაროთ. ყველა მეორე ქართველი იქნება მეწარმე და ბიზნესმენი. თქვენ ნახავთ, რომ ამას გავაკეთებთ. ეს არის ხალხთან ერთობით მიღწევადი. ამასთან ერთად, დაინახავთ, რომ წარვადგენთ გუნდს, რომელიც არის ზეკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ესაა ჩვენი სტრატეგია. ამ ადამიანებიდან ზოგი ჩრდილოვანი კაბინეტის წევრი იქნება, ზოგი საპარლამენტო სიაში იქნება, ზოგი უბრალოდ იმ ჯგუფში იქნება, ვინც საქართველოში უმუშევრობის დაძლევის გეგმის შემუშავებაში მოგვეხმარება. სხვადასხვა როლი ექნებათ ამ ადამიანებს. დღეს ვისაც ჩვენგან ხედავთ, ეს მხოლოდ ფუნდამენტია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე გვინდა ავაშენოთ სრულიად ახალი, ნდობის მომპოვებელი გუნდი, რომლის მთავარი განმსაზღვრელია პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და პატიოსნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: შეგრძნება მაქვს, ოპოზიცია ახლა უფრო ადეკვატური იქნება ვიდრე 2020-ში – არ იქნება ერთი დიდი გაერთიანება? იყოს ორი, სამი
Next post შალვა პაპუაშვილი: ხანდახან უნდათ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ბუნებრივი ურთიერთდაპირისპირება უნდა იყოს საპარლამენტო გუნდსა და მთავრობას შორის – სინამდვილეში ეს ერთი გუნდია