ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დავით არახამიას განცხადებას, რომლის თქმით, ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამო.
მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ქართველი ხალხი და საქართველო იმსახურებს, „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამიტომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ გამო. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში მთავარი გზავნილი. ამიტომაა, რომ დღეს ჯერ კიდევ შანსი არსებობს, წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.
„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები“, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.