პარასკევი, იანვარი 16, 2026

გიორგი ვაშაძე – სალამი აშშ-დან – ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის  „ქართულ ოცნებას“

„სალამი აშშ-დან, ვაშინგტონიდან. ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ს პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს. სწორედ ჩვენი პროტესტის ერთიანობის გამო, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები. რაც მთავარია, ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“. წინ გამარჯვებისკენ. სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ -განაცხადა ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ისინიც, რომლებიც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის...

ლანძღვა-გინება მუდმივად ხდებოდა და სულ ახლახან დავინახეთ, როგორ შეერთდნენ ერთმანეთის მაგინებელი ადამიანები „ლელოს“ სივრცეში, მათ შორის ის ადამიანები, ვინც მევახშეობაზე ხაზარაძეს ბრალს სდებდნენ და დღეს მის გუნდში არიან გაერთიანებული. ეს ჩვეულებრივი ამბავია, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, არსებობს ორმაგი სტანდარტი და მუდმივად არსებობდა შიდა დაპირისპირებაც.„დაპირისპირება ზურაბ ჯაფარიძესთან და მისი მხრიდან „ლელოს“ ლანძღვა ნიშანდობლივია, რადგან ბრიუსელიდან ინსტრუქცია მოაკლდათ იმ გეგმის განსახორციელებლად, სადაც ყველა გაერთიანებულია. საქართველოში დესტაბილიზაცია რჩება მთავარ ამოცანად, თუმცა მსოფლიოში და ევროპაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა ის, რომ მათ ინსტრუქცია და ფინანსური რესურსი შემოაკლდათ. როგორც კი ინსტრუქტორი ყურადღებას ადუნებს, იმ წუთში იწყება ერთმანეთში დაპირისპირება. საკმარისია ფულადი და პოლიტიკური რესურსების მობილიზება, რომ ეს ადამიანები საერთო ენას მაშინვე პოულობენ.ამ შემთხვევაში ისინი ცდილობენ, იკეკლუცონ ხელმძღვანელების და მმართველების წინაშე, რომლებიც საქართველოს გარეთ სხედან, რათა თავი მოიწონონ, როგორც უპირველესმა ძალამ, რომელსაც შეუძლია, მეტი ზარალი მოუტანოს საკუთარ ქვეყანას. ეს შიდა დაპირისპირებები ერთმანეთის მიმართ გაგრძელდება და ყოველთვის იქნება. უფრო ძლიერიც ყოფილა, მაგრამ მთავარია, მათი საერთო ამოცანა არ იცვლება და დამოკიდებულია იმაზე, რა ფინანსურ რესურსს და პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებენ ბრიუსელიდან, რომელსაც დღეს მათთვის არ სცალია. მობილიზებული და ორიენტირებული არიან იმაზე, როგორ განავითარონ რუსეთთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა: „კოლეგები სხვანაირად იყვნენ განწყობილი გირაოს იდეაზე, ლანძღავდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს, როგორ იხდიან გირაოს, ეს სისტემასთან გარიგებააო, მაგრამ გირაო აღმოჩნდა ბრძოლისთვის აუცილებელი წინაპირობა“.

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ.მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ, მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 129.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ.მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამა ნიკა ეგაძემ პირველ ადგილზე დაასრულა, იგი თავისუფალი პროგრამით 17 იანვარს იასპარეზებს.

მზექალა შანიძეს 100 წელი შეუსრულდა

აკადემიკოსს, ენათმეცნიერსა და აღმოსავლეთმცოდნეს მზექალა შანიძეს 99 წელი შეუსრულდა.ბიოგრაფიიდან:ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი, მზექალა შანიძე1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005).1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა „ფარინგალური ბგერები ძველ ებრაულ ენაში“. სადოქტორო დისერტაციის თემა — „ფსალმუნთა წიგნის ძველი ქართული თარგმანები“, დაიცვა 1974 წელს. მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი.

იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია

პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.ტიმოშენკოს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლო სხდომა 16 იანვარსაა დაგეგმილი.პროკურატურა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერისთვის გირაოს სახით 50 მილიონ გრივნას ითხოვს.ტიმოშენკოს თქმით, აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშები დაბლოკილია.„ეს მაშინ ხდება, როდესაც თქვენ გეგმავთ გირაოს გადახდას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში. მაგრამ თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ, რადგან თქვენი ანგარიშები დაბლოკილია სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც კი. ასეთია საერთაშორისო თაღლითების ანტიკორუფციული მართლმსაჯულება. თქვენ, გულუბრყვილოებო, ალბათ ფიქრობთ, რომ ასეთი პრიმიტიული ნაბიჯები მაიძულებს, გავიქცე ან ბრძოლაზე უარი ვთქვა. თქვენ ძალიან ცდებით“, – წერს ტიმოშენკო სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „უკრაინსკაია პრავდის“ ინფორმაციით, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს. პარტიის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი – პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს, სულ ყველამ წააგო – ოპოზიციაში კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის, თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, უნდა იყოს...

ბოლო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა ფიასკო განიცადეს - ნაწილი ციხეში წავიდა, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებზე, ნაწილი რევოლუციაზე და სულ ყველამ წააგო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული შედეგები პარტიათა დაქსაქსულობამ მოიტანა.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება.„4 ოქტომბრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ისედაც ფრაგმენტირებული და დაშლილი ოპოზიცია კიდევ უფრო ფრაგმენტირებული გამოვიდა. ნაწილი ციხეში, ნაწილი ბოიკოტში, ნაწილი არჩევნებში, ნაწილი რევოლუციაში და სულ ყველამ წააგო. ეს იყო პოლიტიკური პარტიების ფიასკო, თუმცა პროტესტი გრძელდება. ფიასკო იყო იმიტომ, რომ 4-5 სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდნენ. არ შედგა არც არჩევნებში მონაწილეობით დამარცხება, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ფაქტობრივად გაინადგურეს თავისი ელექტორალური ბაზა. ბოიკოტიც ვერ შედგა, რადგან როგორც მინიმუმ რამდენიმე პარტიამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ე.წ. გამოცხადებული რევოლუციაც არ შედგა იმიტომ, რომ ლიდერები არიან ციხეში, პროვოკაციას აყოლილი ხალხი არის ციხეში და ისინი კიდევ ცალკე საშველები არიან. რაც შედგა, ეს არის პარტიათა დაქსაქსულობა, რომელმაც მოიტანა ეს შედეგი.პოლიტიკური პარტიების ფიასკოს მიუხედავად, პროტესტი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ პროტესტს დიდად გულზე არ ეხატება პოლიტიკური პარტიები, პროტესტი არ გამქრალა. პროტესტი არის სულის გამოძახილი რაღაც უსამართლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში არის“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.დიმიტრი ცქიტიშვილის მოსაზრებით, უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი და ასევე კარგი იქნება თუ გარკვეული ოპოზიციური პარტიები „გამსხვილდებიან“.„მე რამდენადაც ვიცი, კოორდინაცია და რაღაც შეხვედრები არის. თუ იქნება საუბარი ერთიან ფრონტზე, ეს უნდა იყოს ძალიან ასიმეტრიული. ეს შეიძლება იყვნენ ახლად წარმოჩენილი ლიდერები სამოქალაქო მოძრაობებიდან. პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად ყველა გათანაბრდა. ეს შეიძლება იყოს ასიმეტრიული ერთობა თუ კოორდინაცია ჯგუფების და ადამიანების, რომელმაც უნდა იბრძოლოს ერთიანი სტრატეგიით. შეიძლება ვიღაცა ვიღაცასთან გაერთიანდეს კიდეც, ძალიან კარგი იქნება თუ პარტიები გამსხვილდებიან. მიუხედავად იმისა, როგორი მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ხელისუფლებას უმძიმესი სიტუაცია აქვს ქვეყანაში და მასზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლებაა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბოლო სიახლეები