გიორგი ვაშაძე – საინიციატივო ჯგუფის შექმნას ვინც აპირებს, უნდა თქვან, რა პერსპექტივა აქვთ, თუ დავინახავ სწორ ინიციატივებს, მზად ვარ, მხარი დავუჭირო

Read Time:39 Second

ჩვენ არ ვართ აქციების ორგანიზატორები, მაგრამ სადაც ვხედავთ სამართლიან პროტესტს, აქტიურადაც ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არანაირ კომიტეტებში მუშაობას არ აპირებენ.

„ჩვენ ჯერჯერობით არანაირ კომიტეტებში მუშაობას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვართ აქციების ორგანიზატორები, მაგრამ სადაც ვხედავთ სამართლიან პროტესტს, აქტიურადაც ვმონაწილეობთ. მაგალითად, დღეს ბათუმში დააკავეს ჩვენი ადგილობრივი აქტივისტი, რომელიც იქ იღებდა მონაწილეობას, ასე იქნება ზუგდიდში, ასე იქნება თბილისში და აბსოლუტურად ყველგან. რაც შეეხება ჩვენს ხედვას და გეგმას, წარმოდგენილი გვაქვს, პასუხს ველოდებით სხვა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა ფორმატები შეიძლება შეიქმნას. უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიცია არ არის ერთი პარტია, შესაბამისად, პირიქით, მნიშვნელოვანია, რომ მივიტანოთ ეს გზავნილი ამომრჩეველამდე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა პარტია არის სხვა პარტია და არა ის, რომ ყველა ვართ ერთი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან, რომლებიც ნატოს წევრობისკენ მიისწრაფიან
Next post ფრაქციის „ლელო პარტნიორობისათვის“ დაშლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ იქმნება