0 1
Read Time:45 Second

როგორც კი გავიმარჯვებთ, იმდენ ინვესტორს შემოვიყვანთ და იმდენ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას: „თუ შნო და ერთი ადგილი გაქვს, შემოიყვანე ინვესტორები და ჩაადებინე ფული“.

„პირდაპირ გეუბნებით, ოთხ წელიწადში საქართველოს დავავიწყებთ უმუშევრობის პრობლემას. ზუსტად ისე, როგორც გავაკეთეთ იუსტიციის სახლი, კორუფციის და რიგების პრობლემა რომ არავის ახსოვს პასპორტების აღებისას. რა გააკეთეს მათ იუსტიციის სახლში? ერთადერთი ფასებს მოუმატეს, უფრო ძვირი ღირს პასპორტი და კომპანიის რეგისტრაცია.

ხელისუფლებაში არის ვიწრო კორუფციული კლანი, რომელსაც მართავს ივანიშვილი, რომელიც ხან ფორმალურია, ხან არაფორმალურია და ხან რას მოიგონებს. არცერთ ინვესტორს არ აჭაჭანებს ქვეყანაში. ვინც შემოსულია ისიც გააქცია ქვეყნიდან და რანაირად შეიძლება ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ ევროპული და ამერიკული ინვესტიციების რიგებს დავაყენებთ. პირდაპირ გეუბნებით, საქართველოს ექნება უსწრაფესი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ვინც მე მიცნობს, ვისაც ჩემთან და ჩემს გუნდთან შეხება ჰქონია, ყველამ ხომ იცის, რომ ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები