გიორგი ვაშაძე- მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად
ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თალაკვაძემ და ქართულმა ოცნებამ ამერიკის ხმას ასწავლოს ქართული თარგმანი თურმე როგორ უნდა დაადონ“ – ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძე პალამენტის თავმჯდომარის მიერ ადამ კინზინგერის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებას.
“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველ ძალას მოსახლეობის მხარდაჭერა ყოველდღიურად აკლდება.
“სამარცხვინოა უბრალოდ. რის იმედზე არიან? ამდენს რომ ბობოქრობენ და ლაპარაკობენ, თუ ნულპროცენტიანია ოპოზიცია, ჩაატარეთ პროპორციული არჩევნები და მოიგეთ. მაგრამ, თქვენ ყოველდღიურად გაკლდებათ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ამიტომაც ხართ ასეთ ცუდ მდგომარეობაში. არაუშავს, მოემზადეთ ოპოზიციაში გადასასვლელად, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტიკურ დევნას, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დავიწყებთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია და ამაში წვლილი ხელისუფლებას მიუძღვის. მისი თქმით, სწორედ “ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შექმნა ის ვითარება, რასაც დღეს პოლიტიკური კრიზისი ჰქვია.
“როცა პარტნიორს ბევრჯერ გადააგდებ ესე უტიფრად, მერე ისმის განცხადებები, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რაღაცა თქვა ორმა კონგრესმენმა, ბუნებრივია, რამე ბრაზზე კი არ არის საუბარი, პრაგმატულად, ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები საკუთარი ბრიყვული გათვლის გამო, რომ ესე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ანუ, ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კონგრესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციურად 2024 წელს არის გარანტირებული, ყველას უნდა ახსოვდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეცვლასთან დაკავშირებით. კონგრესმენის განცხადებას მოჰყვა გამოხმაურებები თბილისში. ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასება, ტრადიციულად, განსხვავებულია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...