გიორგი ვაშაძე: არ გამოვრიცხავ სცენარს, რუსეთთან ერთად პროვოკაცია დაიგეგმოს

Read Time:1 Minute, 3 Second

არ გამოვრიცხავ სცენარს, რუსეთთან ერთად პროვოკაცია დაიგეგმოს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თუ გვინდა, რომ თვალები დავიბრმაოთ და დავიყრუოთ თავი, მაშინ „ქართულ ოცნებას“ უნდა დავუჯეროთ, ხოლო თუ სიმართლეს გვინდა თვალი გავუსწოროთ, ჩვენ გვყავს რუსეთის პარტნიორი რეჟიმი. ფრენების გახსნა არ არის უბრალოდ ფრენების გახსნა, ეს არის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. არავინ არაა მაგის პატარა ბავშვი, რომ დაიჯეროს, რომ უცებ რუსეთში ვიღაცას დაესიზმრა და ფრენები გახსნა საქართველოსთან ან შემთხვევით მოხდა, რომ გემებმა დაიწყეს ნოვოროსიისკის მიმართულებით სიარული, ან პუტინმა დღისით, მზისით გაიღვიძა და და უცებ სავიზო რეჟიმის გაუქმება მოუნდა. ეს არის დაწერილი სცენარი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოქმედებს. ისინი ყველა თემას ამზადებენ, პირდაპირი ფრენები იქნება თუ ვიზები, უბრალოდ ფაქტის წინაშე კი არ დავდექით, 3-4 თვეა მზადდება. გაგახსენებთ, აბაშიძე-კარასინის ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა, გახსოვთ იქ რაზე იყო საუბარი? „ტრანსპორტის სამინისტრო თქვენს სამინისტროს ელაპარაკა“, სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად პროვოკაციას და ხელოვნურ ესკალაციას გეგმავდეს საქართველოს საგარეო ვექტორის შესაცვლელად.

„ბოდიში და არაფრის თავი ახლა რუსეთს არ აქვს. სამაჩაბლოში სულ სამი ცალი ტანკი დგას. რეალურად „ქართული ოცნებაა“ დაინტერესებული ესკალაციით, „ქართულ ოცნებას“ უნდა რუსეთთან ომი. ოღონდ რა კუთხით იცით? რომ ეს გაათამაშოს ქვეყნის საგარეო ვექტორის საბოლოო ცვლილებისთვის. მე არ გამოვრიცხავ ასეთ სცენარს, რომ რუსეთთან ერთად დაიგეგმოს პროვოკაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ჩვენი მიზანი მიმართულია ერთადერთი რამისკენ – საქართველო იყოს ძლიერი, თავისუფალი, გამთლიანებული სახელმწიფო – ნებისმიერი ალიანსი, კავშირი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა ამისკენ უნდა იყოს მიმართული
Next post შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ყველა გადაწყვეტილებას