გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს და გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით ადგილებს

Read Time:40 Second

რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუ რა გაგვიკეთებია, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვთქვათ იმაზე, რა დაგვრჩა გასაკეთებელი და ამ მხრივ, ონი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ბოლო წლებში რაჭაში განხორციელებული აქტივობები ადვილად შესამჩნევია.

„რაჭისთვის და განსაკუთრებით ონისთვის სოფლის მეურნეობა, თაფლი, ტურიზმი, მეღვინეობა და მევენახეობა იმდენად მნიშვნელოვანი დარგებია, სადაც სახელმწიფო ყოველთვის გვერდით ედგა გლეხს და გააგრძელებს მის გვერდით დგომას. ჩვენი ძირითადი მიზანია, ქართველი გლეხი გაძლიერდეს და გახდეს ფერმერი, რომელიც შექმნის დამატებით ადგილებს, გარდა იმისა, რომ თავის ოჯახს არჩენს. მაგრამ ამას როცა ვამბობთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველ რიგში ელემენტარული სისტემური ინფრაქტრუქტურაა მოსაწესრიგებელი: გზები, წყალი, გაზი, ჯანდაცვა, სკოლები“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუქმნას თანაბარი პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს – „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში
Next post ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს