გიორგი გახარია – ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს შეეფერება

Read Time:1 Minute, 10 Second

კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისითქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებუთ გამოძიება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

„კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ მალევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

ამასთან, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევა დაგმო დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაჩეჩილაძე – მინდა, გიგა ბოკერიას ვკითხო, ჩიკატილო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ ყოფილიყო, ისიც პოლიტპატიმარი იქნებოდა?
Next post რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები