გიორგი გახარია – საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში

Read Time:50 Second
საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან უახლოეს დღეებში გვექნება.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურისმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები იმისთვის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ 3-4 თვეა ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. პირველი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, ეკონომიკის წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითეოულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფიო ქაცარავა – საქართველოს მთავრობამ შეამცირა კორუფცია და უზრუნველყო მრავალპარტიული ეროვნული თანხმობა საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით The Telegraph
Next post საქართველოში 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება