გიორგი გახარია: საქართველოში შემომსვლელებისთვის სავალდებულო კარანტინი 1 საათში უნდა დასრულდეს

Read Time:25 Second

საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი 1 საათამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი კარანტინი, 24-საათიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – დავიცვათ ელემენტარული წესები, რომლებიც პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა, ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა
Next post სოფიო ქაცარავა – საქართველოს მთავრობამ შეამცირა კორუფცია და უზრუნველყო მრავალპარტიული ეროვნული თანხმობა საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით The Telegraph