გიორგი გახარია – სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ„ელჩების კონფერენცია 2019“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლებში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება.
„უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში ეს იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენ დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს და უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ქვეყნის შიგნით არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი. ეს ის ამოცანები და მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშე შემდგომი განვითარება ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ვიმეორებ: სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს შესწევს უნარი, მზად არის და შეუძლია უაღრესად მნიშვნელოვანი, წარმატებული ფუნქცია შეასრულოს ამ გამოწვევების გადალახვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საშუალება ამ დღეებში კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული ეს მიმართულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...