გიორგი გახარია ოპოზიციას: თქვენ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, თქვენი ხმამაღალი საუბარი და ემოციები ჩემთვის არაფერს ნიშნავს

Read Time:29 Second

თქვენ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებთ; თქვენ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, მე აქ რომ ვდგავარ, პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის წინაშე ვიაზრებ და თქვენი ხმამაღალი საუბარი, ემოციები, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ეს ასეა. რაღაც პერიოდის წინ, ნიშნავდა. ვცდილობდი, რაღაც შინაარსი მეპოვა. სამწუხაროდ, ასე მოხდა“ – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციას პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას.

„უმძიმესია, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია, რომელიც, რატომღაც, საკუთარ თავს ძირითად ოპოზიციას უწოდებს, იმდენადაა შინაარსისგან დაცლილი, რომ მთელი დღის განმავლობაში თემებად აქვთ: გავრილოვი, ადამიანების ტრაგედიები – გარდაცვლილი ადამიანები. ბატონი რატიანი კერძაიების ტრაგედიით, უკვე მეორე წელია, სპეკულირებს. უბრალოდ, არ მესმის, აქ სადაა მორალი“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ინსტიქტებით მართული ხდებით, რასაც ისტერიკამდე მიყავხართ, ცოტა თავს გაუფრთხილდით, მე თქვენზე ვზრუნავ
Next post ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიამ ერთი თვის განმავლობაში მესამე მასტერკლასი ჩაატარა