გიორგი გახარია – ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა, რათა სერვისებისთვის სრული დაფინანსება ჰქონდეს

Read Time:53 Second

ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა, რათა სერვისებისთვის სრული დაფინანსება ჰქონდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, საბაზისო მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებს კი 15 000 ლარის ნაცვლად, 23 000 ლარი აუნაზღაურდებათ.

„მეგობრებო, დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა.

საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ.

ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები) 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.

ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და სულ 21 დასახელების ახალი მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისგან დოპინგ-ტესტის გავლას ითხოვს
Next post ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოტანილ რეგულაციების გარეშე სუროგაციას შევქმენით პირობები, რომ ჩვილით ვაჭრობა იყოს შეუძლებელი