გიორგი გახარია – მჯერა ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით

Read Time:41 Second

ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

„საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედიასაშუალებების მიერ. აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად, ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორ მესაზღვრეებსა და საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას
Next post ამირან გამყრელიძე – ახალი კორონავირუსის შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც