გიორგი გახარია – მერწმუნეთ, ჩვენ არავისთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, არც საერთაშორისო პარტნიორებთან და არც ოპოზიციასთან

Read Time:45 Second
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას არავისთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, არც საერთაშორისო პარტნიორებთან და არც ოპოზიციასთან.
როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ „ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, თავიანთი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ“.
„ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება შეიძლება ეყრდნობოდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს, კონსენსუსი არის შედეგი ყველა მხრის მიერ პატარ-პატარა რაღაცების დათმობის. ეს პროცესია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თავიანთი ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ, განსაკუთრებით აი, ასეთ მნიშვნელოვან საარჩევნო წელიწადს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ, ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის და ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, – განაცხადა გახარიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა გამოსავალი პროპორციული არჩევნები, გახარიამ უპასუხა: „გამოსავალი შეიძლება იყოს სხვადასხვა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: „წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა“
Next post ქართველების სახალისო პოსტები კორონავირუსზე