საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა.
„ჩვენ უნდა გავიკეთოთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია პირველ რიგში, რადგან ჩვენი ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით იყოს უფრო სწრაფი. ამ პროცესს რამოდენიმე კომპონენტი ემატება, სადაც პირველია საარჩევნო პროცესი, რომელსაც მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, ხელისუფლება არ გააჩერებს. ესაა ხელშეუხებელი პროცესი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ეს არის პრიორიტეტი. საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.