გიორგი გახარია: ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ

Read Time:52 Second
„გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და, ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი მიიღონ იმით, რომ ბავშვებსა და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ. მიუხედავად იმისა, რომ, პირველ რიგში, აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა, შეიძლება, სამართლებრივი პრობლემაც იყოს – ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ: ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მიეხმარება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
19 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ“.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფერმერები, რომლებსაც ნერგები სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა, სახელმწიფოსგან ახალ ნერგებს მიიღებენ
Next post ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროგრამა იზრდება