გიორგი გახარია – ვაშლის სუბსიდირების პროგრამის საშუალებით, ნებისმიერი ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში 22 თეთრს მიიღებს

Read Time:1 Minute, 0 Second

წელს ვაშლის დაახლოებით, სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება. ამიტომ ვაშლის სუბსიდირების პროგრამის საშუალებით, ნებისმიერი ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში 22 თეთრს მიიღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსავლის არც ერთი კილოგრამი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს.

„დღეს ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა განვიხილოთ, რაც ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად არის მიმართული. მოგეხსენებათ, წელს ატმის შესანიშნავი მოსავალი გვქონდა, რომელმაც რეკორდულ ექსპორტულ რიცხვებს მიაღწია. წელს საქართველოდან 23 ათას ტონაზე მეტი ატამი იყო ექსპორტირებული, რაც 10 000 ტონით აღემატება შარშანდელ მონაცემებს. როგორც ჩანს, წელსაც უხვი მოსავალი გვექნება. წელს ვაშლის დაახლოებით, სამჯერ მეტი მოსავალი გვექნება, რაც თითქმის 120 ათასი ტონაა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინსიტრო, „დანერგე მომავალის“ და სხვა პროგრამებით ყველაფერს აკეთებს, რათა განახლდეს და საქართველოში ევროპული სტანდარტის მრავალწლიანი ბაღები გაჩნდეს, ჯერ მაინც კიდევ ბევრია არასტანდარტული მოსავლის რაოდენობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი კილოგრამი მაინც დაუბინავებელი დარჩეს. ამიტომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამაში ჩნდება ახალი კომპონენტი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემსყიდველ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, არ დარჩეს არცერთი ვაშლი შეუსყიდავი, რაც გულისხმობს სუბსიდირებას. ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო, კილოგრამი ვაშლის ფასი იქნებოდა დაახლოებით 10 თეთრი, რამეთუ საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი დაეცა. ამ პროგრამის საშუალებით, ნებისმიერი გლეხი და ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში მიიღებს 22 თეთრს, რაც კრიზისის პირობებში სერიოზული მხარდაჭერაა“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი
Next post ეკატერინე ტიკარაძე – მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომაროება არ არის, დღეს ჩვენთვის საყურადღებოა „ავერსის“ ქსელის კლინიკა