გიორგი გახარია – გვაქვს შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული

Read Time:37 Second

ერთ შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია უკვე 100 ადამიანი.

„უკვე გვაქვს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გყვავს 18 გამოჯანმრთელებული დინამიკა ინფიცირულების ზრდის არის შემაშთოფებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომელიც წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯოვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
Next post 21:00 დილის 6:00 საათამდე კომენდანტის საათი წესდება