გიორგი გახარია – ახლა არ არის სწორი მთავრობაზე თავდასხმა და გარკვევა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება გავაკეთოთ, ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე

Read Time:33 Second

დღეს არ არის დრო, ვარკვიოთ, ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის დრო, ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთავში განაცხადა, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება იმდენად არის დამძიმებული, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესები დაიცვას.

„დღეს არ არის იმის დრო, ვარკვიოთ, ვინ რაშია დამნაშავე, დღეს არის იმის დრო, რომ ყველამ ზედმიწევნით შევასრულოთ ელემენტარული წესები, რათა ოჯახის წევრები, ხანდაზმულები, ბავშვები დავიცვათ. არ არის ახლა სწორი მთავრობაზე თავდასხმა და იმის გარკვევა, ვინ, როდის, რა შეცდომა დაუშვა. ეს ცოტა მოგვიანებით შეიძლება, გავაკეთოთ,  როდესაც ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური კრიზისიდან გამოვალთ. ახლა ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – აგვისტოს ომიც რა იყო, თუ არა შეცდომა, ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ ქვეყანას, გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა, მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის ტრაგედია