გიორგი გახარია აშშ-ში კარლ გერშმანსა და მირიამ ლანსკოის შეხვდა

Read Time:25 Second

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტს, კარლ გერშმანს და რუსეთისა და ევრაზიის დირექტორს, მირიამ ლანსკოის შეხვდა.

პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს.

მათივე ცნობით, გიორგი გახარიამ კარლ გერშმანთან და მირიამ ლანსკოისთან საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა. ასევე გააცნო პარტია „საქართველოსთვის“ ხედვები დემოკრატიზაციის პროცესის განმტკიცების, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების პრაქტიკულად დაცვის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: დილიდან „ნაცმოძრაობის“ ისტერიამ და მოღალატეობრივი საქციელის „გაპრავების“ მცდელობამ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა
Next post ლევან იოსელიანი: უკრაინაზე დიდი მეგობარი საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს