გიორგი გახარია – აქ ყოველთვის იყო ევროპა

Read Time:42 Second

გიორგი გახარია – აქ ყოველთვის იყო ევროპა

მივესალმები პირველ რიგში ახალგაზრდებს, ეს თქვენი დღეა. ამ დღის ორგანიზება გააკეთეთ თქვენ. მივესალმები ყველა თაობის წარმომადგენელს. ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო. აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია. ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაწილი. მაშინ, როდესაც მე-4 საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი-იყო ქართველი ნიშნავს, შენს ყველა უჯრედში ცოცხლობდეს საქართველო
Next post ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე შვილიშვილთან ბერუკა ივანიშვილთან ერთად