გიორგი გახარია – არ უნდა შევქმნათ ფუჭი მოლოდინები და გავალამაზოთ რეალობა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად

Read Time:1 Minute, 12 Second

როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს  გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს.

„მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის, ეს გარკვეულწილად თავისებური ომია. აქ თითოეულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, ამ გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს პასუხისმგებლიანად. დღემდე ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმპორტირებულ გავრცელებას. უწყებათაშორისი საბჭო შევქმენით 28 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. 26 თებერვალს შემოიტანა პირველად ირანიდან შემოსულმა მოქალაქემ ეს ვირუსი და შემდეგ გაჩნდა რამდენიმე კლასტერი, იტალიური, ესპანური თუ სხვა. რა სხვაობაა გუშინდელ და გუშინდელს შორის, თუ აქამდე ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს გვაქვს შიდა გავრცელების რისკი, შესაბამისად, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან, სხვა მენეჯმენტი და სხვა რეჟიმია ჩასართავი. ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს  გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს გავრცელების რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე – დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ ეპიდემიის რისკი
Next post გიორგი გახარია – ალბათ კიდევ მოგვიწევს უფრო მკაცრი შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე