გიორგი გახარია: ადამიანი, რომლის ჯანმრთელობაზეც ჩვენ ვზრუნავთ, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ

Read Time:1 Minute, 21 Second

ძირითადი ამოცანა არის, რომ კრიზისის დამარცხების შემდგომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ. ადამიანი, რომლის ჯანმრთელობაზეც ჩვენ ვზრუნავთ, მის ყოველდღიურ შემოსავლებზეც უნდა ვიზრუნოთ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის აზრით, რთულია კრიზისის დროისა და სიმძიმის განსაზღვრა. გახარიას განმარტებით დღეს ხელისუფლებას ორი ძირითადი ამოცანა აქვს.

„შეიძლება რაღაც პერიოდი გაგვიჭირდეს, და ეს მოხმარება და მოთხოვნილება ყველამ ერთად უნდა შევიმციროთ. ყველამ დაწყებული რიგითი მოქალაქიდან დამთავრებული ბიზნესით. ყველა სოციალურმა ჯგუფმა, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებმაც. მაგრამ რა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?! ვერცერთმა ძლიერი ეკონომიკის ქვეყანამ დღეს, პოსტკრიზისული განვითარების გეგმა ჯერ ვერ შექმნა. მარტივი მიზეზების გამო, შეუძლებელია დაგეგმარება სიღრმის, დროის ამ კრიზისში ყოფნის. ვერავინ ვერ განსაზღვრავს დღეს ზუსტად, რა თქმა უნდა აზრები ბევრია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს დამთავრდება 1 თვეში, 3 თვეში, არსებობს მოსაზრება, რომ ამას დასჭირდება 1 წელი. ყველა თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ცდილობს დაეხმაროს ტავის მოსახლეობას. მაგრამ ფაქტი რა არის?! ფაქტია, რომ დღეს ჩენ ვართ კრიზისში. და ჩვენ ზუსტად პოსტკრიზისული პროცესების დაწყების დროს და თარიღს ვერ განვსაზღვრავთ. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნშვნელოვანია ორი ამოცანა. პირველი – დავეხმაროთ ჩვენს კონკრეტულ მოქალაქეს, მისი სოციალური პრობლემების მოგვარებაში და მეორე – დავეხმაროთ კომპანიებს, რომ მათ მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ადამიანების სამსახურიდან გაშვება იყოს მინიმალური. ეს არის ორი ძირითადი მზიანი, რომელსაც ჩვენ კრიზისის პროცესში ვახორციელებთ. როდესაც ჩვენ პოსტკრიზისულ პერსპექტივას დავინახავთ, იქ რა თქმა უნდა გეგმა, ეკონომიკის მხარდაჭერის, იქნება აბსოლუტურად სხვა. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ დღეს განვაცხადეთ შემდეგი რამ, „ქართული ოცნების“ გუნდმა გამოვნახეთ ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მობილიზება მოვახდინოთ ორი მილიარდი ლარის იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის რესურსების შენარჩუნების და განვითარების პოტენციალის შენარჩუნების შესაძლებლობებს. ეს ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი აბსოლუტურად ავტონომიურად ვთქვით, რომ 351 მილიონი იქნება პირდაპირ დახარჯული იმისთვის, რომ ვებრძოლოთ კონკრეტულ ვირუსს“, – განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ.. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს – მარინა ეზუგბაია
Next post გიორგი გახარია: სახელმწიფოს „ქართუს“ მხარდაჭერის აბსოლუტურად დასაბუთებული იმედი აქვსის ე.წ. დაზღვევაა