გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Read Time:37 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მანამდე გიორგი გახარია ილჰამ ალიევს ესაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარიასა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Next post კახა კალაძე: გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე