გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

Read Time:46 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის თაოსნობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გეოსტრატეგიული ინტერესებისა და საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს აშშ-ის საიმედო პარტნიორსა და მთავარ მოკავშირეს შავი ზღვის ფართო რეგიონში (wider Black Sea Region).

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და აშშ-ისა და საქართველოს შორის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ განზომილებებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებასა და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილზე არსებობს.

დისკუსიისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
სატელეფონო საუბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 34 კი თბილისში გამოვლინდა
Next post ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, რომ მთლიანად არის შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები