გიორგი გახარიამ სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების კონტროლი დაავალა

Read Time:54 Second

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ სამართალდამცავი უწყებების და უწყებების შესაბამისი სამსახურებრივი დანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაიცა შესაბამისი დავალებები.

ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესის და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა, რომ სოციალურ დისტანცირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის შესაბამის დაწესებულებაში იძულებით გადაყვანასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლას და ხაზი გაესვა, რომ გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე; ითქვა, რომ ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების მიმართულებით შეფერხებები არ იქნება და ამ მიმართულებით, მაქსიმალურად გამარტივდება პროცედურები, რათა შეუზღუდავად მოხდეს ტვირთების გადაზიდვა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, დაიცვან წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
Next post მიხეილ ყაველაშვილი-რამდენიმე დღეა გრძელდება ეს ისტერიკა და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ აბსურდულ აჟიოტაჟს, ვითომ საქართველოში „თავისუფალ მედიას“ სახელმწიფო ინსტიტუტები ინკასოთი „ებრძვიან“…