გიორგი გახარიამ განმარტა, რას ნიშნავს კორონავირუსთან ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე გადასვლა

Read Time:27 Second

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ადაპტაციის და თანაცხოვრების ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიამ განმარტა, რას გულისხმობს ეს ეტაპი, რადგან მისი თქმით, „ათას სისულელეს ლაპარაკობენ იმასთან მიმართებაში, რაც ახლა ქვეყანაში ხდება“.

„პირველი გახლავთ სწრაფი გამოვლენა. სწრაფ გამოვლენას აქვს თავისი ინსტრუმენტები და ამას ახლა უფრო დეტალურად მოგიყვებით. ეს არის ეფექტიანი და მიზნობრივი ტესტირების ხარისხის ზრდა. მეორე ეტაპი არის სწრაფი მკურნალობა, რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ კლინიკური ჯგუფის საშუალებით კლინიკური პროცესების მართვაში ცვლილებების შეტანით. და მესამე არის ადამიანის ნორმალურ, სწრაფ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, რაც უკვე ეკონომიკური განზომილებაა“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: თანაცხოვრების ხარისხი, წარმატება და ჩვენი დისციპლინა ცხოვრების მშვიდად გაგრძელების გარანტია
Next post გიორგი გახარია: მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ