გიორგი გაჩეჩილაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ

Read Time:30 Second

გიორგი გაჩეჩილაძე: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ „მე მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელიც, პირველ რიგში, პროფესიონალია როგორც იურისტი და პროკურორი და ასევე, აქვს დიდ გამოცდილება. ამავე დროს, ეს არის პიროვნება, რომელმა საფუძველი ჩაუყარა სამართლიანობის აღდგენას საქართველოში“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში. მისივე თქმით, ირაკლი შოთაძის დამსახურებაა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გახსნა. „ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მარტო იმიტომ დავუჭერ მხარეს, რომ ჩემი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის საქმე გახსნა, რომელიც თავის შვილის საფლავზე ააფეთქეს და ვინ ააფეთქა და ვინს ზის ამის გამო ციხეში ყველამ კარგად იცის“, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკაკი ბობოხიძე: გიორგი გახარია დაზიანებული კაცია, აღარავინ აღარ არის
Next post The Guardian: ანტარქტიკაზე ზამთრის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა