გიორგი გამსახურდია: რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის განწირულია. არ გაამართლა წამებული მიშას ხატის შექმნამ, ახლა დღის წესრიგში ისევ კანდიდატის სტატუსია

Read Time:42 Second

რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის განწირულია. არ გაამართლა წამებული მიშას ხატის შექმნამ, ეს გეგმა ჩაიშალა, ახლა დღის წესრიგში ისევ კანდიდატის სტატუსია. სასწორის ერთ ფიალაზე ისევ საქართველოს მომავალი დევს, მეორეზე მათი დაუოკებელი ვნებები და ლტოლვა ხელისუფლებისკენ, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანია თავიანთი კეთილდღეობა, ჯიბეების გასქელება და იმ „ცოდვის კალოს დატრიალება, რაც მათი მმართველობის პერიოდში ტრიალებდა“.

„ახლა რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ეცდება, რომ დაქირავებული ლობისტებითა და მოკავშირეებით კანდიდატის სტატუსის პროცესი ჩაშალონ, ქართველმა ხალხმა რაღაც ზიანი მიიღოს, მერე ყურადღების ვექტორები შიდა პროცესებზე გადმოიტანონ, არეულობა მოაწყონ და თავიანთ მიზანს მიაღწიონ.

ჩემი მოსაზრებით, ცივილიზებული სამყარო სწორ არჩევანს გააკეთებს. აქეთ არის „ქოლცენტრებითა“ და კრიმინალური ფულით გამდიდრებული პარტია და მეორე მხარეს დგას ხალხის კეთილდღეობაზე მინდობილი პოლიტიკური ძალა, რომელიც სარგებლობს ხალხის ნდობით, სადაც დემოკრატიული სტანდარტები დაცულია – ამ ორ რამეს შორის უნდა გააკეთოს ცივილიზებულმა სამყარომ არჩევანი“, – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა
Next post დაჩი ცაგურია რადიკალურ ოპოზიციაზე: ვნახეთ, რომ საქართველოში ნაძარცვი ფული როგორ მიემართება ლობისტებთან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს