გიორგი გაბუნია: ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ

Read Time:1 Minute, 9 Second

გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანის დასაწყისში განაცხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელ გადაცემას მის ნაცვლად ეკა კვესიტაძე წაიყვანს, რადგან ის რუსთავი2-ზე და ჟურნალისტებზე  თავდასხმის საქმეში მთავარი ფიგურანტია. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

“დღეს მე ხუთი საათის განმავლობაში ვიმყოფებოდი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე, პირველად ჩემს ცხოვრებაში. გუშინ ნახევარი საათის განმავლობაში ვიყავი ტყვეობაში,  ასევე პირველად ჩემს ცხოვრებაში.

“პირველ რიგში მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მე და ჩვენი იურისტი ამ ტყვეობიდან დაგვიხსნა – მადლობა პატრულს, მადლობა ჩვენი არხის დაცვის სამსახურს და განსაკუთრებული მადლობა რუსთავი2-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, როგორც ერთი კაცი, დადგა რიგითი გაბუნიას გადასარჩენად. იქ იყო აბსოლუტურად ყველა – გენერალური დირექტორიც, ჟურნალისტებიც, ოპერატორებიც, მემონტაჟეებიც, პროდიუსერებიც, დეკორატორებიც, მძღოლებიც და ა.შ., ყველა ერთად.

“აქვე მინდა ვთქვა, რომ, თუ ვინმემ ჩემი განცხადებების გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და ეს პირველად არ მომხდარა, ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე. ამიტომ ვთვლი, რომ არავისთან არაფერი საბოდიშო არ მაქვს.  შესაძლებელია, ვიღაცისთვის ჩემი, როგორც ასეთის, არსებობაც კი შეურაცხმყოფელია და ბოდიში ხომ არ უნდა მოვიხადო იმისთვისაც, რომ ვარსებობ? მე ამას არ გავაკეთებ. მე არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა გაბუნიამ.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”-თქვა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები აქციას აწყობენ
Next post ზურაბ ჭიაბერაშვილი – ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში პარლამენტმა „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება გაიზიარა