გიორგი ბარამიძე – ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შესაძლოა, ძალიან რადიკალურიც, თოფის სროლა ჩვენს ქვეყანაში პუტინს უნდა

Read Time:1 Minute, 34 Second

ხელისუფლება ასრულებს პუტინის გეგმას, რომ მოკლან სააკაშვილი და ამით მოიცილონ დიდი პრობლემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის პუტინის რევანში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის ამ გეგმის ნაწილი და რამდენად ჯდება ამ ინტერესში მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, ბარამიძემ აღნიშნა, რომ ეს ამ გეგმის ნაწილი არ არის, მაგრამ ხელისუფლება იძულებული გახდა, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაეყვანა.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვის, გაუტეხლობის, პატრიოტიზმისა და საქართველოსთვის ბოლომდე ბრძოლის დამსახურება და ბუნებრივია, ამ პროცესში ყველა ნორმალურმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ბარამიძემ.

„ეს ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრძოლა, რა თქმა უნდა, იქნება უკომპრომისო და შესაძლოა, ძალიან რადიკალურიც, მაგრამ, როგორც აქამდე იყო, იქნება მშვიდობიანი და ხაზგასმით – არაძალადობრივი. ძალადობა და თოფის სროლა ჩვენს ქვეყანაში უნდა ვლადიმერ პუტინს; ვლადიმერ პუტინს უნდა, რომ ქართველებმა ერთმანეთს თოფი ვესროლოთ; მას უნდა, რომ საქართველო აირიოს, ქართველებმა ერთმანეთი დავხოცოთ და საქართველო 90-იანების კიდევ იქითა ქაოსში გადავარდეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით, მიუხედავად ძალიან მრავალი პროვოკაციისა, რომ გამოეწვიათ ოპოზიცია, ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოება, როდესაც მათ აყურებინებდნენ შემზარავ კადრებს, თუ როგორ ეპყრობოდა ბადრაგი პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა ბარამიძემ.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ის ციხეში არ უნდა იჯდეს.

შეკითხვაზე, არის თუ არა მისთვის არგუმენტი გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ბარამიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ რაკი ის გამოჩნდა, როგორც ოპონენტი, არჩევნებში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ კონსტიტუცია შეცვალა.

„კი არ დაგვიჭერია, მისი ხათრით კონსტიტუცია შევცვალეთ. მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამო, იმისთვის, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და თანასწორი კონკურენცია ყოფილიყო, კონსტიტუცია შეცვალა და ისიც შევიტანეთ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, თუ ის ევროკავშირის მოქალაქეა, შეუძლია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყოს. მას მოვარგეთ და ძალიან კი მივქარეთ, რომ ეს არასწორი რაღაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ ყიფიანი: ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური ბატალიების მეტად მძიმე ასპარეზი აქვს გამოვლილი, მისი მწყობრიდან გამოყვანა არც თუ ისე იოლი საქმეა
Next post კახა კალაძე გალაკტიონ ტაბიძის 130 წლისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო