გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა

Read Time:33 Second

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს, თითქოს გმირის ოჯახი დაუფასებელია, რადგან დაღუპულის მეუღლე ორ შვილთან ერთად მიწურში უფანჯრო სახლში ცხოვრობს.

როგორც გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში წერს, 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ მათ ბინა გადასცა, რომელიც საჭიროების გამო გაასხვისეს, თუმცა უწყებისგან ისევ მიიღეს შეთავაზება ბინის გადაცემაზე.

„არიან ადამიანები, ვინც მხარში მიდგანან. თავს მარტო არ ვგრძნობ. ჩემი ეზოს მსგავს ეზოში თბილისში ბევრი ადამიანი ცხოვრობს. 2008 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ ბინა გადმოგვცა, რომელიც საჭიროების გამო გავასხვისეთ. ახლახან თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კვლავ გაკეთდა შემოთავაზება ჩვენი ოჯახისთვის გადმოეცათ ბინა. სხვა ეზოშიც მექნება შესაძლებლობა გიმასპინძლოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სითბოა, რომელსაც გიორგის კოლეგებს შორის ვგრძნობ სამსახურში“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
100 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
Next post ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის სასამართლოში გაიმარჯვა. სასამართლომ Credit Suisse დაავალდებულა, ქართველ მეცენატს გადაუხადოს კომპენსაცია, რაც 900 მილიონ დოლარზე მეტია