გიორგი ამილახვარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის

Read Time:30 Second

კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე არა არჩევნების, არამედ არჩევნების მომდევნო დღეა, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანდიდატების დასახელება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის.

„ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი დაასახელა ნიკა მელიას ოჯახის წევრი კანდიდატად, ასევე დაასახელეს მოქმედი დეპუტატები, მიუთითებს იმაზე, რომ მათ არანაირი სიახლის შეთავაზება არ შეუძლიათ საზოგადოებისთვის. მათი ერთადერთი სამიზნე არის არა არჩევნების, არამედ არჩევნების მომდევნო დღე, რომ სცადონ და გაიმეორონ იგივე სპექტაკლი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგეს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელებისთვის პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება
Next post ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიამ ავღანეთიდან 10 000 პირის სასწრაფო ევაკუაცია უნდა განახორციელოს