გიორგი ამილახვარი: მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს

Read Time:37 Second

მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს, – ამის შესახებ ახლად დანიშნულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ექსკლუზიურ ინტერვიუში მინისტრმა განათლების პოლიტიკის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ყველაფერი საუკეთესო უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს. სკოლის ინფრასტრუქტურით დაწყებული, მასწავლებლის მხარდამჭერი ღონისძიებებით გაგრძელებული. მეტი დაფასება, მეტი სოციალური გარანტია, მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ პედაგოგებს. ასევე, კვალიფიკაციის მხარდამჭერი მექანიზმები. ჩვენ დღეს უნდა მოვუსმინოთ მასწავლებლებს.

ჩვენ უნდა შემოვიტანოთ საქართველოში და წავახალისოთ მეტი ევროპული და დასავლური განათლება. დასაქმებისკენ ყველაზე მოკლე გზა ეს არის პროფესიული განათლება. ვგეგმავთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მეტ სტიმულირებასა და კიდევ მეტ მხარდაჭერას, რომელიც უკავშირდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი პირობების მხარდამჭერ მექანიზმებს, ვისაც ეს სჭირდება და წარჩინებული, მოტივირებული და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას“, – განაცხადა ამილახვარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს „თბილისის გრანდ სლემზე“ 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს?
Next post რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზება ხორციელდება ეპიზოდურად – მაშინ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით გაუჭირდება ხოლმე