გიორგი ამილახვარი მასწავლებლების ხელფასის ზრდაზე: ეს ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს

Read Time:36 Second

მიმაჩნია, რომ მსგავსად, სხვა ღირსეული პროფესიებისა, მასწავლებლის პროფესია არცერთს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ის იმსახურებდა და იმსახურებს ასეთ მიდგომას, ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირასთან“ პედაგოგებისთვის ხელფასის მატების შესახებ საუბრის განაცხადა.

ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

„2023/2024 სასწავლო წელი მთავრდება 2024 წლის ივნისში. ჩვენ არ დაველოდებით არცერთ თვეს, არც ერთ დღეს, მეორე დღიდანვე, პირველი ივლისიდან გაიზრდება ხელფასი და სრული დატვირთვის პირობებში, ზრდა იქნება მინიმუმ 500 ლარით და მეტით. მინიმუმ 500 ლარს როცა ვამბობ, აქ ხშირ შემთხვევაში იგულისხმება 600, 700, 800-ლარიანი მატება და ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც გვჯერა, რომ ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ უკეთესი, ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს“, -აღნიშნა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 60 წლის გახდებოდა – „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი
Next post მიხეილ სააკაშვილი: სწორედ “ვარდების რევოლუციის თაობა” შექმნის ახალ საქართველოს