ოთხშაბათი, ნოემბერი 18, 2026

გიორგი ამილახვარი მასწავლებლების ხელფასის ზრდაზე: ეს ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს

მიმაჩნია, რომ მსგავსად, სხვა ღირსეული პროფესიებისა, მასწავლებლის პროფესია არცერთს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ის იმსახურებდა და იმსახურებს ასეთ მიდგომას, ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირასთან“ პედაგოგებისთვის ხელფასის მატების შესახებ საუბრის განაცხადა.

ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

„2023/2024 სასწავლო წელი მთავრდება 2024 წლის ივნისში. ჩვენ არ დაველოდებით არცერთ თვეს, არც ერთ დღეს, მეორე დღიდანვე, პირველი ივლისიდან გაიზრდება ხელფასი და სრული დატვირთვის პირობებში, ზრდა იქნება მინიმუმ 500 ლარით და მეტით. მინიმუმ 500 ლარს როცა ვამბობ, აქ ხშირ შემთხვევაში იგულისხმება 600, 700, 800-ლარიანი მატება და ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც გვჯერა, რომ ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ უკეთესი, ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს“, -აღნიშნა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საჯარო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის განხორციელების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდება.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ მოაწერეს ხელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას ორგანიზება სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებამ გაუწია.როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების გათვალისწინებით, მემორანდუმის ამოქმედება მიზნად ისახავს შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობას, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას საერთო ინტერესების შეჯერების გზით.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, კომპანიასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, კვალიფიციური კადრების ერთობლივად მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.როგორც თამარ წერეთელმა განმარტა, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მხარეები ერთობლივად მოამზადებენ სამეცნიერო კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რომელთა თემატიკა შეეხება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვის აქტუალურ საკითხებს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთ სახელმწიფო კომპანიებთან პარტნიორობა, რომლებიც ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებაზე ზრუნავენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოცდილება მიიღონ. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგში მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების ინტეგრაციას, რაც საბოლოოდ როგორც უნივერსიტეტის, ისე მთლიანად ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა ვიცე-რექტორმა.სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. როგორც ნატო ქათამაძემ აღნიშნა, სტაჟირების პროცესში ახალგაზრდებს მენტორობას კომპანიის წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ, რაც მათ სამუშაო სპეციფიკის სიღრმისეულად შესწავლაში დაეხმარება. გარდა ამისა, სტაჟირების პროგრამა მორგებული იქნება სასწავლო პროცესზე, რათა სტუდენტებმა აკადემიური მოსწრების პარალელურად პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება შეძლონ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის შრომის ბაზარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივას.სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ უნდა დალოცოს მშობელმა შვილი – პატრიარქის კურთხევა და მშობლების ლოცვა

"იმის­თვის, რომ შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს, მშო­ბელ­მა ის უნდა და­ლო­ცოს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ერთ-ერთი ქა­და­გე­ბის დროს ბრძა­ნა.მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის და­ლოც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე პატ­რი­არ­ქმა არა­ერ­თხელ იქა­და­გა. ილია მე­ო­რე ბრძა­ნებს, რომ მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლის და­ლოც­ვის წესი ასე­თია:"ბავ­შვი უნდა და­ა­ყე­ნო მუხ­ლებ­ზე დე­დის და იმ ხა­ტის წი­ნა­შე, რომ­ლი­თაც და­ი­ლო­ცე­ბა, ორი­ვე ხელი და­ა­დო თავ­ზე და წა­ი­კი­თხო ლოც­ვა. ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­კურ­თხი წყლით უნდა აკურ­თხონ და გარ­და­სა­ხონ პირ­ჯვა­რი. ეს და­ლოც­ვა იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ:"ღმერ­თო ჩვე­ნო, მა­მაო ყოვ­ლი­სა მპყრო­ბე­ლო, ძეო ღმრთი­საო, უფა­ლო ჩვე­ნო, იესო ქრის­ტე, სულო წმინ­დაო, ცხო­ველ­მყო­ფე­ლო, სა­მე­ბაო ერ­თარ­სო და გა­ნუ­ყო­ფე­ლო, გარ­და­მო­ი­ხი­ლე ზე­ცით მო­წყა­ლე თვა­ლით და და­ლო­ცე შვი­ლე­ბი ესე სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა­ნი (მო­ნა­ნი და მხე­ვალ­ნი ღმრთი­სა­ნი) და მიჰ­მად­ლე მათ მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი სი­ცო­ცხლე, ჯან­მრთე­ლო­ბა, მტკი­ცე მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი ღმრთი­სა და მოყ­ვა­სი­სა, თავ­მდაბ­ლო­ბა, გან­ცდაი თვის­თა ცოდ­ვა­თა, სიბ­რძნე, სიმ­შვი­დე და მოთ­მი­ნე­ბა, ნიჭი და უნა­რი სწავ­ლი­სა და შრო­მი­სა, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, მრა­ვა­ლი შვი­ლი, კე­თილ­დღე­ო­ბა და სი­ხა­რუ­ლი, გო­ნე­ბა საღი და გახ­სნი­ლი, გული წმინ­და, სიყ­ვა­რუ­ლი მშო­ბელ­თა თვის­თა.ჰოი უფა­ლო, შე­ის­მი­ნე ჩემი ლოც­ვა და და­ი­ფა­რე შვილ­ნი ესე ჩვენ­ნი ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან და ღირს ჰყავ ისი­ნი ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი­სა. ლოც­ვი­თა და მე­ო­ხე­ბი­თა ყოვ­ლად წმინ­დი­სა ღვთის­მშო­ბე­ლი­სა­თა და ყო­ველ­თა წმინ­და შენ­თა­თა ამინ! ამის შემ­დეგ უნდა ას­ხუ­როთ ნა­კურ­თხი წყა­ლი და გა­და­სა­ხოთ ჯვა­რი".

სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩიეს

„თანამედროვე უნივერსიტეტი სწავლისა და პიროვნული განვითარების, კრიტიკული აზროვნების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბების გარემოა, სადაც სტუდენტურ თვითმმართველობას განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია. იგი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, აკადემიურ საქმიანობასთან ერთად შეიძინონ ორგანიზაციული და მმართველობითი გამოცდილება, ისწავლონ გუნდური მუშაობა, გადაწყვეტილებების მიღება, განსხვავებული პოზიციების მოსმენა, კონსტრუქციული დიალოგი და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობა აღიქმებოდეს არა მხოლოდ წარმომადგენლობით სტრუქტურად, არამედ აქტიურ პარტნიორად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია უნივერსიტეტის განვითარების პროცესში. სტუდენტთა ჩართულობა, მათი იდეები და ინიციატივები საუნივერსიტეტო გარემოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს, დინამიკურსა და განვითარებაზე ორიენტირებულს ხდის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტში გამართული სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შეფასებისას განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, სადაც გამგეობამ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, ირაკლი გუგუშვილი აირჩია. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დავით ლეშკაშელმა, თანამდებობა დატოვა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის პოზიციაზე გადავიდა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, სტუდენტური თვითმმართველობა საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომლის საქმიანობა სტუდენტთა ინტერესების წარმოჩენას, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარებასა და უნივერსიტეტის მართვის პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას ემსახურება. აკადემიკოსი დავით გურგენიძე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის ცვლილების პროცესს, როგორც საუნივერსიტეტო დემოკრატიის, არჩევანის თავისუფლებისა და ინსტიტუციური უწყვეტობის გამოხატულებას. ამასთან, იგი მადლიერებას გამოხატავს დავით ლეშკაშელის მიმართ გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტური თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელს.„უნივერსიტეტი მხოლოდ ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სივრცე არ არის. ეს, უპირველესად, ადამიანური ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემის, თანადგომისა და ღირებულებების ჩამოყალიბების გარემოა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტსა და პროფესორს შორის არსებული ურთიერთობა. პროფესორის მისია არა მხოლოდ განათლებული, კომპეტენტური სპეციალისტის აღზრდა, არამედ ღირსეული, პასუხისმგებლიანი და ჰუმანური ადამიანის ჩამოყალიბების ხელშეწყობაცაა. სწავლა, განათლება, მეცნიერება და აკადემიური წარმატება უდავოდ უმნიშვნელოვანესია, თუმცა არანაკლებ ფასეულია ადამიანობა, სიკეთე, ერთმანეთის პატივისცემა, გულისხმიერება და თანაგრძნობა. მჯერა, რომ უნივერსიტეტის ნამდვილი სიძლიერე სწორედ ამ ღირებულებების ერთიანობაშია - ცოდნა ადამიანს პროფესიონალად აყალიბებს, ხოლო ადამიანობა განსაზღვრავს, როგორ გამოიყენებს იგი ამ ცოდნას საზოგადოების სასიკეთოდ. სწორედ ასეთი საუნივერსიტეტო კულტურის განმტკიცებაა ჩვენი საერთო მიზანი, რომლის მიღწევის უწყვეტ და თანმიმდევრულ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი სტუდენტური თვითმმართველობაა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო დავით ლეშკაშელის მიმართ, რომელმაც სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში გამოავლინა თავი, როგორც წარმატებულმა ორგანიზატორმა, პასუხისმგებლიანმა ლიდერმა და სტუდენტების ღირსეულმა წარმომადგენელმა. მან შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივისა და პროექტის განხორციელება, ხელი შეუწყო სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობის განვითარებას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას. მიმაჩნია, რომ დავითმა დაკისრებულ მისიას წარმატებით გაართვა თავი და მისი საქმიანობა სათანადო დაფასებას იმსახურებს. ამასთან, მსურს, მივულოცო მას ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტის - დიზაინის საერთაშორისო სკოლის - მენეჯერად დანიშვნა, ვუსურვო წარმატებები ახალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ დავით ლეშკაშელი საკუთარი პროფესიული და ორგანიზაციული გამოცდილებით ამ მიმართულების განვითარებაშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. მივესალმები სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი გუგუშვილის არჩევას - ვულოცავ მას ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი მისიის დაკისრებას. ირაკლი 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ მან აქ გაიარა პიროვნული და საუნივერსიტეტო განვითარების მნიშვნელოვანი გზა, გაიზარდა ამ აკადემიურ და საზოგადოებრივ გარემოში და უნივერსიტეტი მისთვის მშობლიური სივრცეა. საგულისხმოა, რომ ეს ახალგაზრდა სტუდენტებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და აქვს გამოცდილება, რომელიც აუცილებელია საქმიანობის წარმატებით შესასრულებლად. ვიმედოვნებ, ირაკლი ღირსეულად გააგრძელებს უნივერსიტეტში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ იმ საუკეთესო ტრადიციებს, რომლებიც ადამიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, სიკეთეზე, თანადგომასა და საუნივერსიტეტო ერთიანობაზეა დაფუძნებული, ასევე გააგრძელებს წინამორბედის მიერ დაწყებულ არაერთ წარმატებულ პროექტს, შეინარჩუნებს მიღწეულ შედეგებს, განავითარებს ახალ ინიციატივებს და სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას კიდევ უფრო საინტერესო და შედეგიან მიმართულებებს შესძენს. ვუსურვებ მას წარმატებას და მჯერა, რომ უნივერსიტეტისა და სტუდენტების ინტერესების სამსახურში თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს“, - აცხადებს რექტორი. ცნობისთვის, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2027 წლის იანვარში გაიმართება.

შსს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე – ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობ მამაკაცს ჯერ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებისას დაშავდა თავად ბრალდებულიც.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს!“ – ხმაური იყო სასამართლოში, სადაც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის გაღიზიანება სასამართლოს შენობაში ბრალდებულ ნია იმნაძის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის შესვლამ გამოიწვია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯარო ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.„გიგა სასიკვდილოა? შენ გაჩვენებ სეირს, შენ გაგებინებ პასუხს! უპასუხე, გიგა სასიკვდილოა?",- მიმართა ეკა კუპატაძემ ადვოკატს.სიტუაცია მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.„ეს არასრულწლოვნები დუმილის უფლებას იყენებენ, ასე რომ, ისინი არ დაიკითხებიან. საქმეში მყარი და პირდაპირი მტკიცებულებებია, დარწმუნებული ვარ, ამ მტკიცებულებებს გაიზიარებს სასამართლო და მაქსიმალურ სასჯელს მიუსჯის. ერთი რამ მინდა ვთქვა, როცა დანაშაულს სჩადის არასრულწლოვანი, მაშინ ხომ არის დანაშაულისთვის მომწიფებული? ასევე მიმღებლობა უნდა ჰქონდეს სასჯელის ზომის მიმართ. ის, რომ არასრულწლოვანია და გოგონაა, არ ამართლებს იმ სასტიკ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს. არავისგან წუხილი არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, ინტენსიურ რეჟიმში ნია იმნაძის ოჯახი, მისი ადვოკატი, მათი წრე აქტიურად თავს გვესხმის. უზრდელი სიტყვებით, საცინლად იგდებენ ამხელა მკვლელობას, არავის არაფერს ვაპატიებ!თქვენ შეგნებულად არ დაგისვამთ კითხვა და მადლობა, ამისთვის, დიახ, პროფესიონალს დღეს ჩემთვის არ უნდა დაესვა. ყბადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ვიტყვი ჩემს სათქმელს, რაც ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა. პირველ წინადადებაში -"არავინ იმსახურებს სიკვდილს, თუმცა, გიგა ავალიანი იმსახურებს სიკვდილს"! ამისთვის ის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს, ვპირდები გიგა ავალიანს! მეორე წინადადება - სხვისი დანაშაულისთვის სხვა არ უნდა დაისაჯოს. გიორგი ლეკიშვილი პასუხს აგებს თავისი დანაშაულისთვის და არა სხვისი დანაშაულისთვის",- განაცხადა კუპატაძემ.

ბოლო სიახლეები