გიორგი ამილახვარი: კომიკურია ბოკერიას პარლამენტში არშესვლის განცხადება, რადგან მას დეპუტატის მანდატი არ გააჩნია

Read Time:42 Second

ძალიან სასაცილოა, რომ გიგა ბოკერიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შემოვლენ პარლამენტში და არ შემოუერთდებიან შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს არის მარგინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგს აქცევს, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, კომიკურია ბოკერიას პარლამენტში არშესვლის განცხადება, რადგან მას დეპუტატის მანდატი არ გააჩნია.

„ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ერთი ოჯახური წყვილის პოლიტიკურ ორგანიზაციად, იმიტომ, რომ ყველა აქტიურმა წევრმა, მათ შორის იმ პირებმა, ვისაც დეპუტატის მანდატი აქვს, პარტია დატოვეს. ძალიან სასაცილოა, რომ გიგა ბოკერიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შემოვლენ პარლამენტში და არ შემოუერთდებიან შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს არის მარგინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ზურგს აქცევს და ის განცხადება, რომ გიგა ბოკერია არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა, კომიკურია, რადგან თავად მას პარლამენტის დეპუტატის მანდატი არ გააჩნია“, – განაცხადა ამილახვარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი წერეთელი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებზე კონსულტაციები მალე დაიწყება
Next post კარლ ჰარცელი ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად აჭარას ეწვევა