გინდ ერთად ჩასულან უკრაინაში, გინდ ცალ-ცალკე, ეს არის „მკვდარზე ვენოკი“ – გუბაზ სანიკიძე

Read Time:1 Minute, 0 Second

ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტზე საუბრობს და ხაზგასმით აცხადებს, რომ „ამ ჩასვლას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“.

როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად ჩავლენ უკრაინაში თუ ცალ-ცალკე.

სანიკიძის თქმით, ქართული დელეგაცია უკრაინაში პირველივე დღეს უნდა ყოფილიყო და არა ყველაზე ბოლოს. ამასთან, სანიკიძე ქართული დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს უკრაინაში „მკვდარზე ვენოკს“ უწოდებს.

„ვფიქრობ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ უნდათ ცალ-ცალკე წავიდნენ, თუ უნდათ ერთად, თუ უნდათ თვითმფრინავით და თუ უნდათ წყალქვეშა ნავით, უმჯობესია ცურვით თუ წავლენ. ამას აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა. უკრაინა ყველა ქვეყანამ მოიარა და ქართველები ჩადიან ყველაზე ბოლოს. ჩვენ იქ პირველივე დღეს უნდა ვყოფილიყავით. ახლა უკვე ჩასვლა არაფერში აღარ წერია. ხალხში ასეთი გამონათქვამი არსებობს „მკვდარზე ვენოკი“. აი, ასეა საქმე.

გინდა ჩასულან, გინდა ნუ ჩასულან, გინდა ერთად წასულან, გინდა ცალ-ცალკე, ბოდიში და ვის ახატია ესენი საერთოდ? არც ჩვენთვის აღარ არის ეს მნიშვნელოვანი. ახლა ამას ქვეყნისთვის აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

უკრაინელები ზრდილობიანი ხალხია, მაგრამ ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ უკრაინას ჩვენს მეტი პრობლემა არ აქვს. პირობებს უყენებენ, რაღაცებს უგზავნიან, ის მოხსენი, ეს დანიშნე… ჯანზე ვერ არიან, ჩვენ საერთოდ პრობლემები გვაქვს, მარტო ხელისუფლებას კი არა, ქვეყანასაც, საზოგადოებასაც, იმიტომ რომ თავი კიტრი გვგონია და არაფერს წარმოვადგენთ, არ ვატყვივართ არაფრად“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია რომ კითხვარის შევსებაში სამოქალაქო სექტორი იყოს ჩართული, თავისთავად ოპოზიციამაც უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა
Next post ხარაგაულის მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა პრიორიტეტია