გივი მიქანაძე: ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით საკითხების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანას, ამიტომ ჩავრთეთ პროცესში ფასილიტატორი ელჩები
ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრენი, რომ ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს და დარეგულირდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
ამასთან, მიქანაძე აცხადებს, რომ როცა ოპონენტებს არჩევნებთან დაკავშირებით გაუჩნდათ კითხვები „ქართული ოცნება“ შეეცადა, რომ ეს პროცესი ქუჩაში არ გასულიყო და მომხდარიყო საკითხის გადატანა მოლაპარაკების მაგიდასთან.
„პროცესი რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ამიტომ ვითხოვეთ, რომ ჩართულიყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩები საქართველოში. თქვენ ნახეთ, რომ ოთხი რაუნდი გაიმართა, და დღეს გარკვეული შედეგები გვაქვს. დღეს პარლამენტში სამი პარტია გვყავს წარმოდგენილი“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე, ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს ასახული საქართველოს პარლამენტში. „ჩვენ შეგვეძლო შეგვეწყვიტა უფლებამოსილება იმ 51 დეპუტატისთვის, რომელმაც დაწერა განცხადება, მაგრამ ჩვენმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ და დავტოვეთ არეალი, სადაც ეს ადამიანები კიდევ ერთხელ დაფიქრდებოდნენ, ეს ადამიანები აწონიდნენ სიტუაციას, ქვეყნის საკეთილდღეოდ დაფიქრდებოდნენ, რომ ადამიანები არ შეუშინდნენ პანდემიას, მივიდნენ არჩევნებზე და მათ ხმა მისცეს“, – განაცხადა მიქანაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...